Posts

Showing posts from May, 2022

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

Image
ჯოჯოხეთური თამაში იდგა 1943 წლის შემოდგომა. საბჭოთა არმია უკრაინის დედაქალაქს უახლოვდებოდა. რუსული ქვემეხების ქუხილი უკვე ხრესჩატიკზე ისმოდა. მტრის ზურგში კი პარტიზანების მოქმედება არ წყდებოდა. ბანდერელები გერმანელებს დარტყმას- დარტყმაზე აყენებდნენ. მთელი 1943 წელის განმავლობაში ისინი განუწყვეტლივ ებრძოდნენ ჰიტლერელებს. ბანდერელთა პარალელურად გერმანელთა ზურგში საბჭოთა პარტიზანებიც მოქმედებდნენ. კოვპაკის, ფიოდოროვის, საბუროვის თუ სხვათა რაზმები გააქტიურდნენ. აქტიურად მოქმედებდა მედვედევის რაზმიც.  ოპერაცია „დარის“ შემდეგ მედვედევი ამზადებდა კიდევ ერთი ნაცისტი ბობოლას გერმან კნუტის ლიკვიდაციას. ყველაფერი კეთდებოდა საიმისოდ, რომ ამას მოჰყოლოდა უკრაინელთა გენოციდის ახალი ტალღა.  ბრძოლა კიევისათვის <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<...

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

Image
    ოპერაცია „დარი“  დარგელი 1943 წლის აგვისტოს ბოლოსათვის ოკუპირებულ უკრაინაში ფრიად საინტერესო მდგომარეობა შეიქმნა. უკრაინელები, რომლებიც თავდაპირველად გერმანელებს სავსებით მეგობრულად შეხვდნენ, ცოტა ხანში პარტიზანებად გადაიქცნენ. ანტი- გერმანულ მოძრაობაში ნაციონალისტები აშკარად დომინირებდნენ. 1943 წლისათვის უპა-ს რაოდენობამ უკვე 300. 000 ადამიანს მიაღწია. მის შეიარაღებაში იყო ტანკები, ქვემეხები, ნაღმმტყორცნები. 1943 წლის შემოდგომისათვის უპა უკვე უკრაინის ტერიტორიის ერთ მესამედს აკონტროლებდა. რაც შეეხება საბჭოთა პარტიზანებს, მათი რაოდენობა 44. 000 არ აღემატებოდა. ის უპა-ს ბევრად ჩამორჩებოდა. ფრონტზე ვითარება გერმანელთათვის სავალალოდ შეიცვალა. საბჭოთა არმია კიევს უახლოვდებოდა. მოსკოვში იმდენად არა ვერმახტი, არამედ უპა აშფოთებდათ. მოსკოვშიც შეიმუშავეს სპეც-ოპერაცია გერმანელთა ზურგის დესტაბილიზაციისა და უკრაინელებზე დარტყმის მიყენების მიზნით. ამ სქემაში უდიდესი როლი ენიჭებოდა კოხის მიადგილე პაულ დარგელზე თავდასხმას. ოპერაციის კოდური სახელი იყო „დარი“. <<<<<...

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა ( გაგრძელება)

Image
 კუზნეცოვი სპეცაგენტი უფროსს ხელში მაგრად უნდა ეჭიროს, განსაკუთრებით ომის დროს. მას უფროსის უნდა ეშინოდეს და პატივსაც სცემდეს. სპეც აგენტმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს. ის ყოველ წამს ტყვიას ეთამაშება. მას სძულს თავისი შეფი, რომელიც უხიფათო ადგილას მიყუჩებულა, მას კი აშკარა სიკვდილზე აგზავნის. მეთაურს ის მაგრად უნდა ჰყავდეს გამოჭერილი, რათა აგენტი უდრტვინველად დაემორჩილოს და ოდნავი ტყუილის თქმა ვერ გაუბედოს .  კუზნეცოვსაც მედვედევის ცეცხლივით ეშინოდა. ის კარგად ხვდებოდა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში პოლკოვნიკი მისი დახვრეტის ბრძანებას ისე გასცემდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა . ამავე დროს კუზნეცოვი გულის სიღრმეში მედვედევს პატივსაც სცემდა. ის გრძნობდა, რომ მეთაური ძლიერი პიროვნება იყო, არც ნებისყოფა აკლდა, არც ინტელექტი, ფიზიკური ძალა თუ მიზანსწრაფულობა.  კუზნეცოვი მიწურში შევიდა. შედგა. მედვედევს დაჯდომა არ შეუთავაზებია. მეთაურს სახე უჩვეულოდ დაძაბული ჰქონდა.  — ნიკოლაი ვასილევიჩ, —  ყრუდ წარმოთქვა მედვედევმა,  —  გთხოვთ ყურადღებით მომისმინოთ. მან კუზნე...

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

Image
კუზნეცოვი ქალის ფაქტორი ლისოვსკაია პოლონელთა შორის ერთი ლამაზი ქალი გამოირჩეოდა - ლიდია ივანოვნა ლისოვსკაია. შემდგომში ისტორიკოსებმა ეს ქალი პოლონელ მატა ჰარიდ მონათლეს. ლისოვსკაიამ როვენშჩინაზე განვითარებულ მოვლენებში საგულისხმო როლი ითამაშა. ლისოვსკაია (ქალიშვილობის გვარი დეჩინსკაია) უბრალო ფოსტის მოხელის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა ვარშავის კონსერვატორია. ქალს ჰოლივუდში გადაღებებზე იწვევდნენ, მაგრამ მსახიობის კარიერას ოჯახის შექმნა ამჯობინა. ლიდიას არ გაუმართლა. მისი ქმარი, ადვოკატი რუშინსკი, გულის შეტევით გარდაიცვალა. მარტოხელა, ახალგაზრდა, ლამაზ ქვრივს უამრავი თაყვანისმცემელი დასტრიალებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ვლადიმირ ჟირინოვსკის მამა, რომელიც კოსტოპოლში მცირე ფაბრიკას ფლობდა. ლიდიამ ყველას პოლონეთის არმიის ოფიცერი ეჟი ლისოვსკი ამჯობინა. მალე ისინი დაქორწინდნენ. ცოლ-ქმარს ერთმანეთი გაგიჟებით უყვარდა, მაგრამ ბედნიერება ამჯერადაც ხანმოკლე გამოდგა. დაიწყო ომი და კაპიტანი ლისოვსკი ფრონტზე გაიწვიეს. თავად ლიდია მოწყალების და გახდა. ვარშავა დაეცა. ლიდიას, როგორც პოლონელი ოფიცრის ქვრივს, ...