ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ღია თამაში როვნო, 1943 წლის ოქტომბერი. კუზნეცოვი შედგა. ვლადისლავ იასკოვიაკი აშკარად მას უცდიდა. კუზნეცოვი მიუხვდა და ახლოს მივიდა. იასკოვიაკმა ჩაახველა: — არ მეგონა, რომ დაბრუნდებოდით. ზიბერტი დუმდა. — ეს თქვენ, — იასკოვიაკმა კუზნეცოვს რაღაც ჩაუდო ხელში. -ეს რაღაა? — პოლიციელის ჟეტონი! როვნოში საშინელი ვითარებაა! ფრიცები პირდაპირ გაცოფდნენ. ეს ჟეტონი არამკითხე მოამბეთაგან დაგიფარავთ, ოღონდ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ. — გასაგებია. — გენერალი ილგენი უკვე პრობლემებს ქმნის, — იაკოვიაკმა პაუზა გააკეთა, — მთავარი დარტყმა მისგანაა მოსალოდნელი. ფრთხილად! <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< მაიორი მარტინ ჰეტელი ლისოვსკაიას ბორდელის ხშირი სტუმარი იყო. მიუხედავად ამისა, ქალი მის დანახვაზე შეკრთა...