ქარველები და ბანდერელთა მოძრაობა

 


 სტეპან ბანდერა

 

  გერმანულ არმიაში, ქართული ლეგიონის რიგებში ვრცელდებოდა სააგიტაციო ფურცლები:           

„ ქართველებო! ოდესღაც თქვენ დიდი  და ძლიერი სახელმწიფო გქონდათ.  საქართველო უძველესი და  უდიდესი კულტურის ქვეყანაა, რომელმაც წარმოშვა ისეთი გიგანტი,   როგორიც რუსთაველია!  დღეს თქვენი სამშობლო რუსეთის მიერაა დაპყრობილი. დადგა დრო, როცა  უკრაინელებთან ერთად თავისუფლებისათვის უნდა იბძოლოთ. გაუმარჯოს ერისა და პიროვნების თავისუფლებას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

  ასეთი შინაარსის სააგიტაციო ფურცლებს ავრცელდებდნენ ბადერელები  ქართული ლეგიონის  რიგებში. იდგა  1942  წელი.

 

ვინ  არიან  ბანდერელები

ჰაიდამაკთა აჯანყების  (კოლიივშჩინა) ჩახშობის შემდეგ  უკრაინაში წლების  მანძილზე სიჩუმემ დაისადგურა.  ქვეყნის უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიის   შემადგენლობაში შევიდა.  ცარიზმმა   პირწმინდად მოსპო  უკრაინული კაზაკობა  და მის ნაცვლად  რუსული ბატონ- ყმობა დანერგა, დასავლეთ უკრაინა  კი ავსტრო- უნგრეთის შემადგენლობაში  მოექცა. ავსტრიელები    „დიდი უკრაინისაგან“ განსხვავებით ხელს უწყობდნენ უკრაინული პატრიოტიზმის გაღვივებას.  ამიტომ ეროვნული აღორძინების პროცესი დასავლეთ   უკრაინაში უფრო სწრაფად წავიდა, ვიდრე  უკრაინის იმ ნაწილში, სადაც რუსები ბატონობდნენ.

 ცარიზმის დამხობის  შემდეგ  იწყება პირველი უკრაინული აღორძინება.   დღის წესრიგში  რეალურად დადგა უკრაინული სახელმწიფოს შექმნის საკითხი.  1917-22 წლებში  უკრაინის მთელს ტერიტორიაზე   გაიშალა ეროვნულ- განმათავისუფებელი  მოძრაობა,  რომელსაც სათავეში   ჩაუდგა სიმონ პეტლიურა (1877_1926).   რუსეთმა ამ მოძრაობის ჩახშობა შესძლო,  უკრაინის ტერიტრია კი   რამოდენიმე სახელმწიფოს მიერ იქნა დანაწილებული.  უკრაინის დიდი ნაწილი საბჭოთა  რუსეთმა დაიპყრო, გალიჩინა    და ვოლინის ნაწილი პოლონეთს ერგო, ბუკოვინა რუმინეთმა მოიტაცა,  იმიერკარპატისპირეთი  ჩეხოსლოვაკიამ.  

1926  წელს საბჭოთა აგენტმა   შვარცბარდმა პარიზში მუხანათურად მოკლა  პეტლიურა.  ამით ეროვნული მოძრაობის ერთი ეტაპი  დასრულდა. ის ისტორიაში პეტლიუროვშჩინის   სახელით შევიდა.  ამის შემდეგ  იწყება ახალი  ნაციონალისტური   ეტაპი .

   უკრაინულ ნაციონალიზმს  საფძველი  თავად  დიდმა კობზარმა  ტარას შევჩენკომ ჩაუყარა.  ორგანიზაციულად ეს მოგვიანებით, 1924  წელს გაფორმდა, როცა  დმიტრო  დონცოვმა  თავისი ცნობილი წიგნი „ნაციონალიზმი“ გამოაქვეყნა .   ის  უკრაინის სამხედრო ორგანიზაციის (უვო) იდეოლოგი გახდა.  1929 წელს უვო-ს გარშემო გაერთიანდა  ყველა ნაციონალისტური ორგანიზაცია.  ასე შეიქმნა უკრაინელ ნაციონალისტთა  ორგანიზაცია  (ოუნ).  მას სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ევგენი კონოვალეცი(1891—1938).

ოუნ-ის მიზანი  ერთიანი, დამოუკიდებელი უკრანული სახელწმიფოს აღდგენა იყო. ორგანიზაცია მოქმედებდა სსრკ-ს, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის,  რუმინეთის ტერიტორიებზე.  1938 წელს სუკმა კონოვალეცის ლიკვიდაცია  შესძლო.  ამის შემდეგ  ოუნ-ს სათავეში   პოლკოვნიკი ანდრეი  მელნიკი (1890—1984) ჩაუდგა.  

_კონოვალეცის სიკვდილის შემდეგ ოუნ- ში ვითარება ძალზე დაიძაბა. ახალგაზრდები,  რომლებმაც გაიარეს არალეგალური ბძოლის უმკაცრესი სკოლა, დაუპირისპირდნენ ვეტერანებს,  _წერს პროფესორი პეტრო  მირჩუკი.

ეს ხალხი დარაზმული იყო სტეპან ბანდერას (1909—1959) გარშემო.    ის დაიბადა სოფელ  სტარი - უგრინოვში (ამჟამინდელი ივანო- ფრანკოვსკის მახობლად)   ბერძნულ- კათოლიკური ეკლესიის მღვდლის   ოჯახში.   სწავლობდა  ლვოვში.  იყო  უვოს,   შემდეგ ოუნ-ის წევრი. 1930 წლიდან ბანდერა ხდება ოუნ-ის იატაკქვეშეთის ხელმძღვანელი დასავლეთ უკრაინაში.  ბანდერას სახელი  საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც  მისმა მებძოლებმა მოკლეს პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრონისლავ პერაცკი  (ვარშავა  1934 წელი ). ამის გამო ბანდერას მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, რაც შემდგომ სამუდამო  პატიმრობით შეუცვალეს.

 მეორე მსოფლიო  ომის დაწყებისთანავე ის გარბის ციხიდან. ბანდერა  ერთხანს  რუსების მიერ ოკუპირებულ ლვოვში იმყოფებოდა, შემდეგ არალეგალურად  გადავიდა საზღვარზე და ჩავიდა კრაკოვში,  სადაც გერმანელები ბატონობდნენ.

  მალე დაპირისპირებამ  ახალგაზრდებსა და ნაციონალისტ- ვეტერანებს   შორის  აპოგეას მიაღწია, რაც ოუნ-ის გახლეჩით დასრულდა.   ბანდერას მომხრეებმა შექმნეს საკუთარი ორგანიზაცია სახელწდებით „ოუნ- რევოლუციური“. სწორედ მის წევრებს უწოდეს  ბანდერელები.

 

ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ

1941  წლის  22 ივნისს   ფაშისტური გერმანია თავს დაესხა სსრ კავშირს.  30  ივნისს გერმანელებმა  დაიკავეს ქალაქი ლვოვი.   იმავე დღეს ბანდერელებმა  უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე გამოაცხადეს.  შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში  ჩაუდგა ბანდერას უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე იაროსლავ სტეცკო (1912—1986). 

  ამრიგად,  ჰიტლერელები მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენეს. ფიურერი განრისხდა. დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა   მის გეგმებში  ნამდვილად  არ  იჯდა.   ამის თაობაზე ცინიკური გულახდილობით წერს  დოქტორი გებელსი:

_იდიოტიზმია დავღვაროთ თუნდაც ერთი წვეთი  გერმანული  სისხლი  იმისათვის, რომ ვიღაც გავათავისუფლოთ. ჩვენ გვჭირდება არა დამოუკიდებელი უკრაინის შექმნა,  არამედ  სასიცოცხლი სივრცის მოპოვება გერმანელთათვის!

 ჰიტლერის ბრძანებით ბანდერა,  იაროსლავ სტეცკო და უკრაინის მთავრობის  თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს.  მათ ზაქსტენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში უკრეს თავი. მიუხედავად ამისა, ბანდერელები   ბრძოლას განაგრძობდნენ.  პასუხად ნაცისტებმა ოუნ-რევოლუციურის  მიმართ მასიური რეპრესიები დაიწყეს. ამან ბანდერელები ვერ  გატეხა.  ისინი   გადადიან იატაკქვეშეთში და იწყებენ შეიარღებულ ბრძოლას  მე- 20 საუკუნის ორი  უმთავრესი ბორტების, ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ.

1942 წელს იქმნება უკრაინის ეროვნული თავდაცვის რაზმები, რომელთა ბაზაზეც აღმოცენდა უკრაინის  აჯანყებულთა არმია  (უპა).  მან მოქმედება გაავრცელა მთელი ვოლინის, პოლესიეს და დნეპრის მარჯვენა ნაპირის ტერიტორიაზე.

_უპა   თავზარს სცემდა  როგორც ნაცისტებს, ასევე  წითელ პარტიზანებსაც   ,_წერს პოროფესორი მირჩუკი.

უკრაინაში დაიწყო საერთო სახალხო  ომი   .

 

ქართველების პირველი კონტაქტები ბანდრელებთან

რაც უფრო ძლიერდებოდა უპა,  მით უფრო ინტენსიური ხდებოდა მისი მცდელობები  კონტაქტები დაემყარებინა  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, შუა აზიის,  აგრეთვე  აღმოსავლეთ   ევროპის ხალხების ეროვნულ-განათავისუფებელ   მოძრაობებთან.   ამას ხელი  შეუწყო იმანაც, რომ 1942 წლის ზაფხულისთვის უპა-მ  უკრაინის ტერუტორიის ერთ მესამედზე კონტროლის დამყარება  შესძლო. ბანდერელთა ფორმირებები გამოჩნდნენ  ყუბანსა და ყირიმში,  დნეპრის მარჯვენა ნაპირზე კი წარმოიქმნა „რესპუბლიკა  უპა.“  აქ ცხვირს ვერ ჰყოფდნენ  როგორც გერმანელი დამსჯელები, ასევე საბჭოთა  პარტიზანებიც.

 ქართველების პირველი კონტაქტები ბანდერელებან 1942 წელს განეკუთვნება. მაშინ  უპა-ს შეუერთდნენ ქართული  ლეგიონის ცალკეული  წარმომადგენლები,  აგრეთვე ისინი, ვინც გერამნელთა საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაქცევა მოახერხა.  მოგვანებით ბანდერელები კონტაქტში შევიდნენ ქართული ლეგიონის ხელმძღვანელთან, აგრეთვე ფორმირება „ბერგმანის“  მეთაურებთან.

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელობა ბანდერელებთან  კავშირს  არაერთგვაროვნად შეხვდა.  გენერალი მაღლაკელიძე წინააღმეგი იყო უპა-სთან შეერთების .

_ეს სრული თვითმკვლელობაა! ბანდერელებს გამარჯვების არავითარი შანსი არ გააჩნიათ!_თვლიდა მაღლაკელიძე.

სამაგიეროდ ბანდერელებთან მჭიდრო კონტაქტი   დაამყარა   მეორე ქართველმა ოფიცერმა-ლეგიონერმა.  უკრაინულ წყაროებში ის მოიხსენება როგორც გოგია (ზოგან გოგიკი).  სამწუხაროდ,  მისი  გვარის დადგენა ვერ მოხერხდა.

                

ქართველები  უერთდებიან ბანდერელებს

1943  წელს მეორე მსოფლიო ომის ბრძოლები უკვე უკრაინის ტერიტორაზე დაიწყო.  ამას საბჭოთა   პარტიზანების  გააქტიურება მოჰყვა.  გენერალ სიდორ   კოვპაკის  რაზმმა თავისი  ცნობილი კარპატის  რეიდი განახორცელა.  საბჭოთა ჩეკისტებმა კი  როვნოში გერმანული ადმინისტრაციის  რამოდენიმე მაღალჩინოსანი მოკლეს. ნაცისტებმა ამას  მასიური რეპრესიებით უპასუხეს. დაწყო მთელი უკრაინული სოფლების აღგვა პირისაგან მიწისა.

  ნაცისტური ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციით რუსები ცდილობდნენ უკრაინაში მასიური პარტიზანული მოძრაობა   გაეშალათ.  გერმანელთა მხეცობები და  უკრანელთა  მასიური ხვრეტა  ამის   საფუძველს მართლაც იძლეოდა. ბევრმა  უკრაინელმა  არ იცოდა,  რომ ნაცისტური ტერორი რუსების  მიერ იყო ინსპირირებული. მსგავსი მეთოდები   რუსებმა წარმატებით  გამოიყენეს ბელორუსში. ახლა  უკრაინის ჯერი დადგა.

  ბანდერელებიერთად-ერთი რეალური ძალა აღმოცდნენ, ვინც ხალხის უკმაყოფილება სწორი გეზით წარმართა.  უკრაინელებმაც არა წითელი პარტიზანების, არამედ უპა-ს  რიგებს მიაშურეს. გერმანელებმა ამას  მასიური რეპრესიებით უპასუხეს.  ბადერელთა წინააღმდეგ  სს-ის მსხვილი ძალები იქნა გადასროლილი.  მიუხედავად ამისა, ეს არ კმაროდა.  ამიტომ  ნაცისტებმა ბანდერელებთან  ბრძოლაში ქართველი და შუა აზიელი ლეგიონერებიც ჩააბეს.

_აქ ნაცისტებს  პირველი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ,_ წერს პროფესორი სერგიიჩუკი.

ცალკეული  ქართული, სომხური და აზერბაიჯანული   ჯგუფები უპა-ს შუერთდნენ.  ამის გამო უპა-ში  იქმნება. ნაციონალური ნაწილები, რომელთაც  ჰქონდათ საკუთარი დროშა  და ღერბი.    მათ შორის იყვნენ ქართველებიც.  ასე შეიქმნა პირველი ქართული ბატალიონი,  რომელიც უპა-ს შეუერთდა.  

_ბანდერელთა მიზანი ერთიანი ანტიიმპერიული კოალიციის ფორმირება და სსრკ-ში ნაციონალიურ რევოლუციის  ორგანიზება იყო,_წერს  სერგიიჩუკი.

ნაციონალური რევოლუცია, საბჭოთა იმპერიის დანგრევა, ერების გათავისუფლება, ეს ყველაფერი წარმოადგენდა ქართველთა სანუკვარ ოცნებას.  ამიტომ ლეგიონერთა ნაწილი  გოგას მეთაურობით ბანდერელებს შეურთდა.  ლეგიონერთა გარდა ბანდერელებთან აღმოჩდნენ  ქათველები, რომლებმაც  გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებიდან გაქცევა მოახერხეს .   მათ  უპა-ში ერეკებოდათ სტალინის ბრძანება :

_ჩვენ არა გვყავს  სამხედრო ტყვეები, ჩვენ გვყავს სამშობლოს მოღალტეები!

 უკრაინელი მკვლევარის ტკაჩენკოს ცნობით,  ქართველთა გადასვლა  ბანდრელთა მხარეს  შესაძლებელია სამ ეტაპად დავყოთ. პირველი ეტაპი მოიცავს 1943  წლის  დასაწყისს , მეორე_  იმავე წლის  ზაფხულს; მესამე,  ყველაზე მასიური ეტაპია  1943  წლის შემოდგომა.  ამის შემდეგ უპა-ში იქმნება ნაციონალური ნაწილები.  მათ შორისაა სამი ქართული ბატალიონიც.

 

ქართველები და ოპერაცია „ნადირობა კაფრზე“

1943 წელს საბჭოთა სუკმა  ჩაატარა სპეც-ოპერაცია გერმანელი  გენერლის   მაქს  ილგენის   1894-  1943წინააღმდეგ. ილგენი  გერმანულ  არმიაში არსებულ  აღმოსავლეთის ნაწილებს მეთაურობდა. ოპერაციის  კოდური სახელწოდება იყო „ნადირობა კაფრზე“.

  სპეცოპერაციას  ხელმძღვანელობდა ცნობილი ჩეკისტი  პოლკოვნიკი  დიმიტრი  მედვედევი 1898-1954).   ოპერაციის ძირითადი მიზანი ილგენის ცოცხლად  შეპყრობა  და  მისი მედვედევის რაზმში მიყვანა იყო.

_ჯგუფს, რომელსაც გენერალი უშუალოდ უნდა შეეპყრო,  საბჭოთა ტერორისტი ნკოლაი კუზნეცოვი ედგა სათავეში,_ წერს პოფესორი სერგიიჩუკი.

ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა მოულოდნელობა.  ილგენმა ტერორისტებს გააფთრებული  წინააღმდეგობა გაუწია და ამ დროს ის შემოაკვდათ.  ნაცისტებმა  მისი გვამი მოგვიანებით აღმოაჩინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გენერალი კარგად ორგანიზებული შეთქმულების მსხვერპლი გახდა . ილგენის გატაცებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გენერლის  ეკონომმა  ლიდია ლისოვსკაიამ, რომელიც მუშაობდა როგორც რუსებზე, ისე გერმანელებზე.  

აღმოსავლეთის ნაწლებში   სერიოზული საბჭოთა აგენტურული ქსელი მოქმედებდა. საბჭოთა ტერორისტების ნაწილი გერმანელებმა შეიპყრეს და ჩამოახრჩვეს. ნაწილმა გაქცევა შესძლო.  ამიტომ  სდ-მ (ჰიტლერული უშიშროების სამსახური) დაიწყო მასიური რეპრესიები.  ამან  ლეგიონერთა   რიგებში მყოფი  ქართველების  ცხოვრებაში ფატალური  როლი ითამაშა. დაიწყო მასიური დაპატიმრებები.  ბევრი  ქართველი იძულებული გახდა  თავისი თავისათვის გაქცევით ეშველა. წითელ პარტიზანებთან ან საბჭოთა არმიასთან  შერთება  ნამდვილ სიკვდილს ნიშავდა .  ქათველებმაც თავშესაფარი  უპა-ში   ჰპოვეს.

                                        

ჟიტომირის კონფერეცია

დაპყრობილ ერთა პირველი კონფერენცია ჩატარდა ჟიტომირის მახლობად 1943 წლის 21-23 ნოემბერს.   თანახმად ზოგიერთი წყაროების ცნობისა, კონფერენცია არა  ჟიტომირთან, არამედ როვენშჩინაზე გაიმართა .  ასეა თუ ისე, ისტორიაში   ის  ჟიტომირის კონფერენციის სახელით შევიდა.

ყრილობას   ფრიად დრამატული მოვლენა უძღოდა წინ.   სდ- მ  დაადგინა მისი   ჩატერების ადგილი  და   გერმანელ დამსჯელთა  მნიშვნელოვანმა ძალებმა მასზე იერიში  მიიტანეს. კონფერენციის მონაწილეებს მუშაობის შეწყვეტა მოუხდათ. მათ ნაცისტების  შეტევა   მიოგერიეს.

ჟიტომირის კონფერენციაში  მონაწილეობას იღებდა სამი ქართველი.  უკვე ხსენებულ  გოგას გარდა იქ იყვენ  პირები, რომელთა ნამდვილი   გვარები დღემდე უცობია.  უკრაინულ წყაროებში ისინი მოხსენიებულნი არიან  როგორც  კარლო და გოკიელი.  სამწუხაროდ, მათი ბედი დღემდე  ზუსტად  ვერ  დადგინდა.   რაც შეეხება გოგიას,  რუსულმა ისტირიოგრაფიამ გაავრცელა   ფეიკი, რომ თითქოს ის რუსებზე მუშაობდა  და  ბანდერელებმა მოკლეს. უკრაინული წყაროებით  ეს არ დასტურდება.  გოგიას ნამდვილი  ბედი,  ისევე როგორც  მისი გვარი , უცნობია.

 

სიკვდილთან  თამაში

ჟიტომირის  კონფერენციის შემდეგ   ბანდერელთა ხელმძღვანელობა შეეცადა ზოგიერთი ნაციონალური ნაწილი  საბჭოთა ზურგში გადაესროლა, რათა მათ იქ  ეროვნული მოძრაობა გაეშალათ.  უპა-ს  სარდლობა  არ მალავდა,   რომ ეს სასიკვდილო თამაში  იყო.

_ამიტომ ყველამ  ნება- ყოფლობით  უნდა აირჩიოს, თანახმაა ამაზე   თუ არა!_განაცხადა უპას მეთაურმა  რომან   შუხევიჩმა.

ქართველთა ნაწილი ამას დათანხმდა. ასე შეიქმნა ქართულ- უკრაინული ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ბანდერელებმა კავკასიაში გადაისროლეს.  მათი ამოცანა იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაშლა.

_დადგენილია,  რომ  ამ ჯგუფმა ყუბანამდე ჩააღწია,_აცხადებს უკრაინული ეროვნული  მოძრაობის ვეტერანი, პოლიტმატიმარი  40 წლის სტაჯით იური შუხევიჩი (რომან შუხევიჩის ვაჟი).

ამ  ხალხის შემდგომი   ბედი  უცნობია.

 

ხალხთა  ანტიბოლშევიკური  ბლოკი

 ჟიტომირის კონფერენციამ   დაპყრობილ  ერთა  კოალიციას  ჩაუყარა საფუძველი. ამან  თავისი გაგძრელება ჰპოვა  1946 წელს, როდესაც გამოცხადდა   ხალხთა  ანტი- ბოლშევიკური  ბლოკის (აბნ) შექმნის  შესახებ.  ის მსოფლიოს რიგ  ქვეყნებში მოქმედებდა. აბნ -ის რიგებში იღწვოდნენ ქართული ემიგრაციის სასიქადულო წარმომადგენლები  ნიკო  ნაკაშიძე, აკაკი  რამიშვილი, ნინო ალშიბაია,  მიხეილ  ახმეტელი და   ა.შ. 

_ბანდერელთა  ლიდერი  იაროსლავ სტეცკო  ჩემი უახლოესი მეგობარი  და  თანამოაზრეა,_აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში აკაკი  რამიშვილი.  

ქართველებმა  უდიდესი წვლილი შეიტანეს აბნ-ის   საქმიანობაში.

 

ბატალიონი  „არგო“

1992 წელს რუსეთმა გააჩაღა აფხაზეთის ომი.  ამ დროს ქართველთა მხარეს იბძოდნენ უკრაინის   ეროვნული   ასამბლეის  (უნა-უნსო)   ძალები, რომლებიც ბანდერელთა  მიმდევრები იყვნენ.  სწორედ  მათ შექმნეს ბატალიონი  „არგო.“  მისმა მეთაურმა ბობროვიჩმა  განაცხადა:

_ჩვენ განვაგრძობთ  იმას,   რასაც   ჯერ კიდე  მეორე მსოფლიო ომის დროს   ჩაეყარა საფძველი. მხედველობაში  მაქვს  ბანდერელთა  და ქართვერლთა  ერთობლივი  ბძოლა   რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

ბატალიონ  „არგოს“ გმირობაზე აფხაზეთში  ლეგენდები დღემდე შემორჩა.  უკრაინელების მხარდამხარ  ვაჟკაცურად ირძოდნენ  ქართული ეროვნული მოძრაობის აქტივისტები: პროფესორი მიხეილ  ქურდიანი,  ცნობილი ფეხბურთელი  გრიგოლ ცაავა, საქართველოს მოქალაქეთა ლიგის ხელმძღვანელი ვაჟა  მთავრიშვილი, საზღვაო ფეხოსანთა  მეთაური ვახტანგ  კელაურიძე და ა.შ.

„არგოს“ მებრძოლებს   შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მამა-შვილი  ტკაჩუკები.  ისინი  ქართველთა მხარდამხარ იბრძოდნენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.  ტკაჩუკი- უმცროსი ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა.  ის სოხუმში, კურჩენკოს სახელობის პარკში  დაკრძალეს.  ქალაქის დაცემის შემდეგ აფხაზებმა მის საფლავს ბულდოზერით გადაუარეს.

ასევე განსაკუთრებით უნდა  გამოვყოთ   უნა-უნსო-ს ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პოლიტპატიმარი   ანატოლი ლუპინოსი.  აფხაზეთის  ომში მან ჩვენს  ქვეყანას უდიდესი დახმარება გაუწია. სწორედ  ლუპინოსის მოღვაწეობის შედეგა ის , რომ უკრაინელმა მფრინავებმა   ჭუბერის  უღელტეხილიდან გამოიყვანეს ქართველი ლტოლვილები   და  გარდუვალ  სიკვდილს   გადაარჩინეს.

 

ეპილოგი

დღეს უკრაინაში   ომია.  არა ერთი  ქართველი უკრაინელთა   მარდამხარ იბრძვის.   ისინი განაგრძობენ იმ დიად საქმეს, რომელიც თავის დროზე გოგიამ და მისმა მეგობრებმა   დიაწყეს, ხოლო   ბატალიონმა   „არგომ“   ღირსეულად  განაგრძო.

      ქართულ-უკრაინული საბრძოლო   თანამეგობრობა უკვდავია.  განსაკუთრებული მნიშვნელობა  ენიჭება   ბანდერელთა მოძრაობაში    ქართველთა მონაწილეობას. ბანდერელები ხომ  უკრაინის ეროვნული   ავანგარდია.

ნიკა  თევზაძე

ისტორიის დოქტრი, საქათველოს მწერალთა   კავშირის წევრი

                             

 

 

 

Comments

  1. ძალიან საინტერესოა.

    ReplyDelete
  2. ბევრი ისეთი რამ წერია, რაც უმეტესობამ უბრალოდ არ იცის, არადა საინტერესოა.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ტერორისტი რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)