ტერორისტი, რომელიც არ დაბრუნებულა (გაგრძელება)

ყველა ყველას წინააღმდეგ კიევსჩინა, 1943 წლის ოქტომბერი. მზადდებოდა დახვრეტა. არმიის გენერალი ვატუტინი მას პირადად ესწრებოდა. სურდა დარწმუნებულიყო, რომ მისი ბრძანება შესრულდა. — ერთი, ორი , სამი... გადათვლა სწრაფად ხდებოდა. განწირულთ აიძულებდნენ მუხლებზე დამდგარიყვნენ. ერთ-ერთი რუსი ოფიცერი ვატუტინს მიუბრუნდა: — ამხანაგო გენერალო, შეიძლება შეგეკითხოთ? — მკითხეთ! — მოწყალედ დართო ნება ვატუტინმა. — ამათ თვალები ავუხვიოთ? — ოფიცერმა განწირულებზე ანიშნა. გენერალი ერთხანს დუმდა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა პირტიტველა ბიჭები. ისინი ჯარში უნდა გაეწვიათ. თავის დღეში ხელში იარაღი არ სჭეროდათ. შეკითხვაზე, ბრძოლაში გასვლისა თუ გშენიათო, მიუგეს: დიახ, გვეშინია! ახლა ისინი ყოველგვარი სასამართლოს და გამოძიების გარეშე უნდა დაეხვრიტათ. — არ არის საჭირო! — ვატუტინმა თავი გააქნია, — დაე, თვალხილულნი მოკვდნენ! ოფიცერმა თავი დაუქნია. გაიჩხაკუნა ჩახმახმა. ერთ-ერთმა განწირულმა შეჰბღავლა: — შეგვიბრალეთ! შეგვიბრალეთ! რაღაც საოცარი გამოსჭვიოდა ამ ხმაში. ოფიცერიც კი უნებლიეთ შეკრთა. ვატუტინი დუმდა. განწირულს ს...